რეზონანსი
04.04.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმ აუცილებელ რეკომენდაციებს განმარტავს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს.

მათ შორის, როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი უნდა დაიკრძალოს არაუმეტეს 72 საათამდე.

მისივე თქმით, სასურველია არ იყოს ტრადიციული მისამძიმრებები და პანაშვიდები.

„მოგახსენებთ, კოვიდ19-ით დინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, როგორ უნდა გაპატიოსნდეს გვამი. გვამისთვის არსებობს სპეციალური ჩანთები, სადაც თავსდება შესაბამისი დამუშავებით გვამი. ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულებების სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში და უკეთდება მას შესაბამისი მისანიშნებელი ნიშანი. გვამის დროებითი დაყოვნებისას, სათავსოში ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება. დროებითი დაყოვნების სათავსოში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს ერთი საათის განმავლობაში უკვე უნდა ეცნობოს ახლობლებს, მათ კარგად უნდ აეხსნათ შემდგომი სარიტუალო პროცედურები და მიყვნენ ამ პროცედურებს.

სასურველი და აუცილებელია კორონავირუსით გარდაცვლილი ან შესაძლო შემთხვევით დაღუპული ადამიანი დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრება და პანაშვიდები და ამავე დროს, არ არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრა. ყველა ეს რეკომენდაცია დაწესებულების მიერ ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორნავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, სასურველია არ ჩატარდეს გვამის აუტოფსია, ანუ გაკვეთა.

„ზოგადად უნდა ავერიდოთ კრონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილთა აუტოფსიას, გაკვეთას რასაც ვეძახით ჩვენ და მის პათოლოგ-ანატომიურ შესწავლას, მაგრამ თუ ეს აუცილებელია და არის ამის ჩვენებები, მაშინ რეკომენდაციებში აღწერილია, თუ როგორი სიფრთხილით და პრევენციული ღონისძიებების დაცვით უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა და როგორ უნდა იყოს დაცული პერსონალი, ვინც აუტოფსიას აკეთებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულიუ 157 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაცვლილია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×