რეზონანსი
04.04.2020

პირველ რიგში, მაგას ვფიქრობდი, ვის გადავდე - ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, თუ ჩემს რომელიმე მეგობარს ან რომელიმე თანამშრომელს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილმა ნიკოლოზ გამყრელიძემ „პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს გვეშინია, მითუმტეს, დაავადების, მაგრამ ამ დაავადებაზე, ალბათ, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა, ამიტომ ჩემი შიშები ცოტა უფრო სხვა კუთხით იყო. რა თქმა უნდა, ვის გადავდე, პირველ რიგში, მაგას ვფიქრობდი - ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს თუ ჩემს რომელიმე მეგობარს ან რომელიმე თანამშრომელს,"- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ იმ კლასტერის ჯაჭვის გაწყვეტა, რომელსაც თვითონ განეკუთვნებოდა, დროულად რომ არ მომხდარიყო, დაინფიცირებულთა რაოდენობა ასეულობით იქნებოდა.

„საბედნიეროდ, მე საიდანაც გადამედო, იმ კლასტერის ჯაჭვის გაწყვეტა მოვახერხეთ ოპერატიული იზოლაციებით. ეს არის კლასიკური მაგალითი, თვითიზოლაცია და დისციპლინა როგორ შველის, იმიტომ, რომ ეს კლასტერი რეალურად რომ არ გაგვეწყვიტა, შეიძლება ძალიან დიდი ყოფილიყო, რამოდენიმე ასეული ადამიანიც,"- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×