რეზონანსი
04.04.2020

გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-მ ბერლინის პოლიციისთვის შეკვეთილი 200 000 პირბადის კონფისკაცია განახორციელა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანულ მხარეს შეკვეთილი FFP2 რესპირატორებისთვის თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა, თუმცა აშშ-მ მათი გერმანიაში გაგზავნა შეაჩერა.

მინისტრმა ანდრიას გეიზელმა აღნიშნული ფაქტი „თანამედროვე მეკობრეობად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტნიორებთან მსგავსი დამოკიდებულება არ შეიძლება. „გლობალური კრიზისის დროსაც კი ველური დასავლეთის მეთოდების გამოყენება არ უნდა ხდებოდეს,“ -აღნიშნა მინისტრმა.

აშშ პირბადეების „მიტაცებაში“ დაადანაშაულეს ფრანგმა პოლიტიკოსებმაც. ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელმა ვალერი პეკრესსმა განაცხადა, რომ რეგიონისთვის განკუთვნილი პირბადებეები ჩინეთში ამერიკელებმა შეიძინეს, რომლებმაც მასში მეტი თანხა გადაიხადეს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კი შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შეკვეთილი პირბადეები გაცილებით მცირე რაოდენობით მიიღეს. „გვესმის, რომ აშშ-ში მათზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ ასევეა კანადაშიც, ასე რომ ერთდ უნდა ვიმუშავოთ,“ - განაცხადა ტრუდომ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×