რეზონანსი
04.04.2020

"თბილსერვისისა" და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებს სადეზინფექციო საშუალებებით რეცხავენ, მიმდებარე კორპუსებიდან, დედაქალაქის მცხოვრებლებმა მადლობის ნიშნად ტაში დაუკრეს და შეძახილებით გაამხნევეს. 

მადლეერების ტაშის ამსახველ ვიდეოს თბილისის მერიის პრესსამსაახურის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

"თბილისელების მადლიერების ტაში "თბილსერვისისა" და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ამ წუთებში თბილისის ქუჩებს სადეზინფექციო საშუალებებით რეცხავენ. #ერთადგავიმარჯვებთ. #დარჩისახლში" - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×