რეზონანსი
03.04.2020

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ნიუ იორკში ასრულებდა რეისს და რომლითაც აშშ-ის მოქალაქეთა სამშობლოში ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, გაფრენა ბოლო მომენტში ვერ შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი" ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რეისის მგზავრებმა ფრენის გაუქმების შესახებ, თვითმფრინავის ბორტზე ასვლის შემდეგ შეატყობინეს.

ინციდენტს „შერემეტევოს" აეროპორტში მგზავრების აღშფოთება მოჰყვა.

რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის" ამავე რეისით აშშ-დან სამშობლოში რუსეთის მოქალქეები უნდა დაბრუნებულიყვნენ.

რუსეთის მთავრობის განკარგულებით, 4 აპრილიდან რუსეთიდან ყველა საერთაშორისო ფრენა შეწყდა. შეზღუდვა ეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილ ფრენებსაც.

რუსეთშო აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ მოსკოვი-ნიუ იორკის რეისის გაუქმების შესახებ ინფორმირებულები არიან და რუსეთი მთავრობისგან ახსნა განმარტებას ელოდებიან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×