რეზონანსი
03.04.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კორონავირუსითდაინფიცირებულ ახალ პაციენტებზე ისაუბრა.

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, მხოლოდ ერთი შემთხვევაა საყურადღებო, რომლის განსაკუთრებული ყურადღებით მოკვლევა მიმდინარეობს.

„ახალი შემთხვევებიდან ძალიან საყურადღებოა ერთი შემთხვევა. დანარჩენები არის უკვე ცნობილი შემთხვევები, მათ შორის, ბანკის საცავის კლასტერის გაგრძელება. კიდევ ერთი შემთხვევა დაკავშირებულია ბოლნისის გაგრძელებასთან.

ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, რომლის კვლევაც მიმდინარეობს.

ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამ შემთხვევას უნდა განსაკუთრებით ყურადღებით მოკვლევა", - განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს, მათაგნ 27 გამოჯანმრთელებულია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×