რეზონანსი
03.04.2020

ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სინდომა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა დასრულებულია.

"ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, ამიტომ იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×