რეზონანსი
03.04.2020

ჩინეთში ექსპერტებმა 27 მარტის კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც დაწვრილებით აღწერეს ახალი შემთხვევა.

თებერვლის დასაწყისში შუა ხნის კაცი უხანის საავადმყოფოში მივიდა, სადაც მას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

ტესტის შედეგი დადებითი იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში მედიკოსები მას ისევ და ისევ იღებდნენ ტესტს, რომელიც აჩვენებდა, რომ პაციენტი ინფიცირებული იყო.

საინტერესო ისაა, რომ კაცი თავს კარგად გრძნობდა და სიმპტომებიდან მხოლოდ ტემპერატურა უფიქსირდებოდა.

როგორც ჩანს, ვირუსმა მის იმუნურ სისტემასთან დინამიური ბალანსი ჩამოაყალიბა, რის გამოც თავად პაციენტი ცუდად არ იყო, მაგრამ აქტიურად აინფიცირებდა სხვებს.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსი გადამდებია 49 დღის განმავლობაში.

ვარაუდობენ, რომ ვირუსმა ისევ განიცადა მუტაცია, თუმცა ექსპერტებს ამ ვარაუდის გასამყარებლად მეტი ინფორმაცია და კვლევა სჭირდებათ.

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×