რეზონანსი
03.04.2020

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ მდგომარეობაზე ისაუბრა: 

“კატეგორიულად არ არის საჭირო პანიკა, არ უნდა გვეშინოდეს, უბრალოდ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ფრთხილად, აგდებით არ უნდა მოვეკიდოთ და არ უნდა ჩავთვალოთ როგორც ზოგიერთი დასაწყისში შვებოდა. ეს რა არის, ეს არაფერი არ არის და დიდი ამბავი ახლა თვითიზოლაციას და კარანტინს თუ დავარღვევ, და არღვევდნენ თვითიზოლაცია და კარანტინს და ზოგიერთს ვაჟკაცობად მიაჩნდა. არა! აქ შენ შენს თავს კი არ აყენებ, შენ ოჯახის წევრებს აყენებს შენს სამეგობროს და მთელ ქვეყანას აყენებს რისკის ქვეშ. ეს ვაჟკაცობა არ არის! ვაჟკაცობა ის არის, რომ გამოიჩინო მაღალი საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა და შეიზღუდო შენი თავისუფლება  შენი ნებით“ – განაცხადა "ფორმულას" ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×