რეზონანსი
03.04.2020

ზურა ხა­ჩი­ძე ახლა ოჯა­ხის­გან ცალ­კე ცხოვ­რობს, მი­ზე­ზი კი მხო­ლოდ ერ­თია, რომ ერთი კვი­რის წინ, სამი დღის მან­ძილ­ზე, 39 გრა­დუ­სი სი­ცხე ჰქონ­და. მე­უღ­ლე ონ­კო­პა­ცი­ენ­ტია, მკურ­ნა­ლობს, ანას­ტა­სი­აც დე­დას­თან არის.

სა­ნამ ყვე­ლა ვადა არ გავა, რო­მე­ლიც იზო­ლა­ცი­ის წე­სებს მო­ი­ცავს, მარ­ტო სახ­ლში, წიგ­ნის კი­თხვით იქ­ცევს თავს. 

"თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვარ, სა­კუ­თარ სახ­ლში, რად­გან სი­ცხე­ე­ბი მქონ­და. იცით, რომ ხა­თუ­ნაც მძი­მე პა­ცი­ენ­ტია და ფილ­ტვის პრობ­ლე­მა აქვს, მე­ში­ნია... არ მინ­და, რომ ჩემ­გან რამე გა­და­ე­დოს. ძი­რი­თა­დად კი­თხვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც სი­ცხე მქონ­და, მას შემ­დეგ 14 დღე უნდა გა­ვი­დეს, რომ ჯან­მრთე­ლი აღ­მოვ­ჩნდე.

ერთ კვი­რა­ზე ცოტა მე­ტია, რაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად სი­ცხე მომ­ცა, 39 გრა­დუ­სი, ეს სამ დღეს გაგ­რძელ­და. სას­წრა­ფო რომ გა­მო­ვი­ძა­ხე, მი­თხრეს, რომ ერთი ფილ­ტვი არ მოს­წონ­დათ. სა­ა­ვამ­ყო­ფო­ში წა­ვე­დი და ფილ­ტვებ­ზე გა­და­მი­ღეს, მაგ­რამ ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქვს. გა­უკ­ვირ­დათ, რომ სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი, იმ­დე­ნად კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს ფილ­ტვებ­ში. ამ ეტაპ­ზე კო­ვიდ 19-ზე ტეს­ტის გა­კე­თე­ბა აღარ ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რად­გან ხვე­ლა და სუნ­თქვის გაგ­რძე­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ორი კვი­რა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში უნდა ვიყო.

არა­ვის­თან არ მქო­ნია შე­ხე­ბა, სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ სა­ზღვარ­გა­რე­თაც არ ვყო­ფილ­ვარ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვი­ცავ წე­სებს - პირ­ბა­დე, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა, ან­ტი­სეპ­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბა იყო, მაგ­რამ სა­ჭი­როა დაკ­ვირ­ვე­ბა" - განუცხადა "ამბები.ჯი"-ს ხაჩიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×