რეზონანსი
02.04.2020

რუსთავის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს წევრი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, ინფიცირებულის სავარაუდო კონტაქტები გამოკვლეულია და ყველა მათგანი იზოლაციაში იმყოფება.

„სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება აღნიშნული პიროვნება. სავარაუდო კონტაქტები გამოკვლეულია, ყველა მათგანი კონტროლზეა და იზოლირებულები არიან. იმედია, მკურნალობა წარმატებით ჩაივლის.

მიმდინარეობის პროცესში შეფასებული იქნება სიტუაცია და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ამ ეტაპზე დაკვირვება ხორციელდება ყველა პირზე",- განაცხადა ბეგაშვილმა.

რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დღეს საღამოს დაუდასტურდათ. ამასთან, კორონავირუსი დადასტურებული აქვს საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×