რეზონანსი
02.04.2020

სამი მეგობარი, გოგიტა ტუნაძე, გიორგი აბუსერიძე, ჯემალ ირემაძე ბათუმში სურსათს უსასყიდლოდ არგებს. ახალგაზრდებმა ფული შეაგროვეს და ბათუმში წერეთლის ქუჩაზე დახლი მოაწყვეს.

მოქალაქეები დადებითად შეხვდნენ ამ ამბავს და ამბობენ, რომ სამაგალითო ადამიანებს ბევრმა მიბაძა და სიკეთის კეთება დაიწყეს.

ბიჭების დახლთან მოქალაქეების ნაკადი რამდენიმე დღეა არ წყდება.

ქველმოქმედები იმედოვნებენ რომ პურს, შაქარს, ბრინჯს, ლიმონათს და რამდენიმე აუცილებელ პროდუქტს კიდევ უახლოესი დღეების განმავლობაში დაარიგებენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა საზოგადოებამ დაიცვას მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და პროდუქტის აღების დროს დისტანცია.

„გადავწყვიტეთ დავეხმაროთ მოქალაქეებს, ვისაც არ აქვს საშუალება მოვიდეს და წაიღოს ის პროდუქტი, რასაც გულით ვარიგებთ. ასე მგონია ჩვენ იმედს ვუსახავთ მოქალაქეებს.

ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა სოციალურ ქსელში. უნდათ რომ მონაწილეობა მიიღონ ამ კეთილ საქმეში, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. განურჩევლად ყველას შეუძლია წაიღოს ვისაც რა სჭირდება. სიკეთე არის გადამდები და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ",- ამბობს გიორგი ამბუსელიძე.

“პრაიმტაიმი“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×