რეზონანსი
02.04.2020

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი, თუ რამდენ ადამიანს დასჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს წინასწარი მონაცემები, თუ რამდენ მოქალაქეს დასჭირდება სახელმწიფოს დახმარება, თუმცა, ზუსტი მონაცემი საგადასახადო ბაზის გაანალიზების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. მისივე თქმით, განახლებული საგადასახადო მონაცემები 15 რიცხვში აისახება. როგორც კობახიძე აცხადებს, ასეთი პირების შესახებ ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებით ხდება.

„ერთ-ერთი წყარო არის საგადასახადო ბაზა, რომლის განახლება ხდება ყოველი თვის 15 რიცხვში. ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება პრობლემის მოცულობა და ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად ხელშესახები დახმარება გავუწიოთ მოქალაქეებს. ეს ყველაფერი დაეფუძნება სხვადასხვა გაანგარიშებებს, რომელიც სხვადასხვა წყაროს გამოყენებით იქნება განხორციელებული,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე, პირდაპირი ფინანსური ინტერვენციები განხორციელდება, ასევე, გადაიდგება გარკვეული არაპირდაპირი ნაბიჯებიც.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×