რეზონანსი
02.04.2020

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთადაა. თუმცა, არიან ქვეყნები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისას განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.

ამ ქვეყნების ჩამონათვალში პირველი ადგილი ჩრდილოეთ კორეას უკავია. ამბობენ, რომ ჩრდილოთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები არ არიან, თუმცა კიმ ჩენ ინს არაფერი დაეჯერება.

კორონავირუსის გავრცელების შესაძლო საფრთხის გამო ჩრდილოეთ კორეა განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს. ჯერ კიდევ თებერვალში ქვეყნის ლიდერმა ვირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სასჯელის უმაღლესი ზომა დააწესა. ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო უკვე მეორე ადამიანი დახვრიტესვაჭრობის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე კარანტინში მოათავსეს. მას აეკრძალა სპეციალური ნებართვის გარეშე იზოლირებული შენობის დატოვება და გარეთ გასვლა. თუმცა აკრძალვას არ დაემორჩილა, საზოგადოებრივ აბანოში წავიდა და ის უბრალოდ... დახვრიტეს. გუშინ კი ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ პოლიციასა და სამხედროებს ნება დართო, დახვრიტონ ყველა, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულ კარანტინის ზომებს დაარღვევს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ფილიპინებში ახალ კორონავირუსს 96 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2311 ადამიანი. კორონავირუსთან ბრძოლის უცნაური გზა შემოგვთავაზა ინდოეთმა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ ადგილობრივი პოლიცია ხელკეტებით დასდევდა მოსახლეობას და ვინც არ ემორჩილებოდა, უმოწყალოდ სცემდა. ზოგიერთ პოლიციელს კი თავზე კორონავირუსის ჩაფხუტი ახურავს. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, მოქალაქეებმა უნდა გადაიღონ სელფი და გაუგზავნონ მთავრობას. კერძოდ, მოქალაქეებმა ტელეფონში სპეციალური აპლიკაცია უნდა ჩამოწერონ და დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე (ყოველ ერთ საათში) ფოტოები გააგზავნონ. აპლიკაციას აქვს ასევე GPS კოორდინატები, რათა შემოწმდებს პირის ადგილმდებარეობა.ინდოეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ გზით შეამცირებენ კორონავირუსის გავრცელებას.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩამოთვლილთაგან საქართველოს მთავრობა, არც ერთ მეთოდს არასოდეს არ გამოიყენებს.

"ფორტუნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×