რეზონანსი
02.04.2020

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია საზოგადოებას ახსენებს: არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, რომ კორონავირუსის პანდემია საფრთხეს უქმნის სურსათის უვნებლობას.

"საკვების მიწოდება როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვის უსაფრთხო რჩება. ხაზს ვუსვამ, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს. საკვები ან საკვების შეფუთვა Covid-19-ის გადაცემასთან დაკავშირებული არ არის"-, განაცხადა "FDA- ს" საკვების პოლიტიკისა და რეაგირების საკითხები კომისრის მოადგილემ, ფრენკ იანასმა.

მან აღნიშნა, რომ ვირუსი ძირითადად რესპირატორული სისტემიდან ვრცელდება და იგი არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ თუ მაღაზიის რომელიმე თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდება, იქ არსებული პროდუქტი ხმარებიდან უნდა ამოიღონ.

ფრენკ იანასმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ადამიანებმა მაღაზიებში სიარულის დროს უსაფრთხოებისთვის საჭირო და მიღებული ზომები დაიცვან, არ შეეხონ სახეს, ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან დისტანცია და ატარონ სანიტარული გელი. მისი თქმით, საკვების შეფუთვით ვირუსის გადაცემის საფრთხე არ არსებობს, ამიტომ მათი სახლში წაღებაც მშვიდად შეიძლება და აღნიშნა, რომ თვითონაც ასე იქცევა.

"Report.ge"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×