რეზონანსი
02.04.2020

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ გამოუტანა განაჩენი მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, როდესაც თქვა, რომ 2006 წლის 27 მარტს მომხდარი ამბოხების დროს დაირღვა სიცოცხლის უფლება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საუბრისას განაცხადა.

„ეს არის განაჩენი, რომელიც განამტკიცებს იმ აზრს, რომელიც 2006 წელს ჩემს მოხსენებაში მაქვს ნათქვამი. 2013 წელს ქართულმა სასამართლომ ასევე დაადგინა და ოთხ ადამიანს, ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, რევაზ ჭარბაძეს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა წამების გამო. მაშინ მე რომ არ ჩავერეულიყავი, 40 დაჭრილი პატიმარი მიგდებული იყო უყურადღებოდ. მათგან კიდევ ბევრი ვერ გადარჩებოდა და ბევრი სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებდა. მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. საქართველომ უნდა გადაიხადოს თანხა იმ დანაშაულის გამო, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. თუმცა ეს ბუნებრივია, სამართალგამგრძელებლები ჩვენ ვართ, ამიტომ სტრასბურგში პასუხის გამცემი არის არა კონკრეტული პირი, არამედ მთლიანად სახელმწიფო",- განაცხადა სუბარმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×