რეზონანსი
02.04.2020

პატრიარქმა სასულიერო პირებს მოგვიწოდა, ტაძრები არ დაიკეტოს, - ამის შესახებ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეელიამ "კურიერთან" განაცხადა.

"პატრიარქი ესაუბრა პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს , ამის შემდეგ ჩვენ, ეკლესია და მრევლი გვაკურთხა მისმა უწმიდესობამ. პირიქით, ლოცვისაგან თავი კი არ უნდა შევიკავოთ, უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ლოცვა. ადამიანები რომლებიც არიან რისკის ქვეშ მყოფები, მათ მოუწოდა პატრიარქმა, ლოცვა კურთხევა მისცა რომ დარჩნენ ისინი სახლში.

სასულიერო პირებს მოგვიწოდა, რომ ტაძრები არ დაიკეტოს, პირიქით, რაც შეიძლება მეტად ვილოცოთ, ზიარება არის პირდაპირ მაკურნებელი სულისა და ხორცისა და ადამიანს, რომელსაც ამაში ეჭვი ეპარება, ადამიანს შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს, თავისი შეხედულება ჰქონდეს, ეს ექიმი იქნება, ვინ ინფექციურ საკითხებში პროფესიონალი იქნება, მაგრამ , არის რაღაცეები რასაც რწმენის გარეშე ვერ ახსნი. ფიზიკურად ვერ ახსნი" - განაცხადა მამა შალვამ.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა გავრცელა, სადაც აღნიშნულია: "მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×