რეზონანსი
02.04.2020

ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია ინფექციის გადაცემა მოხდეს, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა ინაძემ კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ეკლესია ინფექციის გადადების წყარო იყოს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, რეკომენდაციები დაიცვან.

"ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს შეიძლება მოხდეს ყველგან და ამის მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს, რომ ეს მოხდა გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები მუშაობენ ერთად, ასევე ადამიანები იკრიბებიან ერთად. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის რა თქმა უნდა, ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას, მათ შორის მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც - მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისგან. სოციალური დისტანცირება არის ერთადერი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი და დღეში იყოს ვთქვათ, ათეულობით და არა ასეულობით ახალი შემთხვევები. ამისთვის საჭიროა ყველა ჩვენგანმა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის ღონისძიება, რაც არის არაერთხელ ნათქვამი, მათ შორის სოციალური დისტანცირება, ოჯახებშიც კი", - განაცხადა იმნაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×