რეზონანსი
01.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართელოში კორონავირუსის გავრცელების პიკი ორ-სამ კვირაში დაიწყება, რაც დაახლოებით სამი კვირა გაგრძელდება, შემდეგ კი ეპიდემიოლოგიური მონაცემები დაღმასვლას დაიწყებს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერში" ჟურნალისტ დავით კაკულიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩემი პროგნოზით, ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ იქნება ასეულები, და არა ათასეულები. როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, რთული შეკითხვაა, არავინ იცის, როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია. მოიქცევა, როგორც გრიპის ვირუსი, რომელიც აპრილიდან მილევადია. ჩემი პირადი პროგნოზია და არ ეფუძნება სამედიცინო მტკიცებულებებს, პიკი იქნება ორ სამ კვირაში, შენარჩუნდება კიდე სამი კვირა და მერე წავა დაღმა".

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×