რეზონანსი
01.04.2020

გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალა ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი, საქართველოში ეს მეთოდი ჩვენ გამოყენებული გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ ამ მეთოდის გამოყენება საქართველოში ბოლოს, მძიმე დაავადებების დროს მოხდა, როდესაც პირველი შემთხვევა იყო ყირიმ-კონგოს ცხელების. ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენა ეს მეთოდი, მაშინ ჩვენი ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ, რადგან ჩვენთან ასეთი ავადმყოფი ჯერ არ იყო. ამას სჭირდება, ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ შემდეგ ეს გამოიყენო ახალ მძიმე პაციენტებზე. ეს მეთოდი ცნობილია და ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ", - აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 23 ადამიანი განიკურნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×