რეზონანსი
01.04.2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო პირობების გათვალისწინებით, აიკრძალა 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ამასთან, ავტომობილით მხოლოდ სამი მგზავრის გადაადგილებაა შესაძლებელი. მათგან ერთ-ერთი მძღოლია.

მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომა იკრძალება.

ამ აკრძალვის მიზეზებს „პრაიმტაიმთან" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს:

„მგზავრის ჯდომა წინ მომატებული საფრთხეა მძღოლისთვის. შეიძლება დაუჯდეს ვინმე ინფიცირებული და ამიტომ არ შეიძლება. მეორე მხრივ, ხომ შეიძლება მძღოლი იყოს ინფიცირებული. უფრო მეტად ეს რეკომენდაცია მძღოლისთვის იქნა გაცემული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×