რეზონანსი
01.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია თერჯოლის მაცხოვრებლის შემთხვევას გამოეხმაურა, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ, თავისი კრიტერიუმებით ინფიცირების შესაძლო შემთხვევას არ შეესაბამებოდა, თუმცა შემდგომში კორონავირუსი დაუდასტურდა.

"მოგვმართა ჩვენ ამ პაციენტმა. ეს პაციენტი თავისი კრიტერიუმებით არ შეესაბამებოდა შესაძლო შემთხვევას. მასთან მოხდა მდგომარეობის შეფასება, დიაგნოზის დასმა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა და ბინაზე გაშვება. თქვენ ანალიზის უნარი გაქვთ მგონი, შესაძლო შემთხვევაში არ შედიოდა. შესაძლო შემთხვევა ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა არ განიხილება. შესაძლო კრიტერიუმებია, რომ მოხდეს გამორჩევა გამოსაკვლევი ადამიანების, რადგან ყველა სიცხიანი და ყველა რესპირატორული დაავადებით არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც COVID-19, მაშინ ამას ვერ გაუძლებს ვერასდროს ვერავინ. შესაძლო შემთხვევის განმარტებაა, როდესაც მას აქვს მოგზაურობის ისტორია ან კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან. თუ პირი ვერ გაიხსენებს, არ იტყვის, რომ მას რამე კონტაქტი ჰქონდა თუნდაც პირდაპირი ან ირიბი, ამ შემთხვევაში როგორც შესაძლო შემთხვევა, არ ჩაითვლება.- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს აქვს დღეს, საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის.

"შეხედეთ, მსოფლიოში რა ხდება. საქართველოში ხდება კონტროლირებადი, ზომიერი მატება დაავადების. 26 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა დაფიქსირებული და დღემდე გვყავს 115, ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×