რეზონანსი
01.04.2020

ეს ჩემი მესიჯია თქვენთვის. ერთგვარი გაფრთხილება და ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ბრძოლას, - ამის შესახებ ქართველებისადმი ვიდეო მიმართვაში სარდინიის კუნძულებზე მდებარე ქალაქ სარდარას მერმა რობერტო მონტიშიმ განაცხადა.

„გამარჯობათ, ძვირფასო ქართველებო. მოგესალმებით სარდინიიდან. ეს ცოტა სევდიანი მისალმებაა. სევდიანი, რადგან ჩვენ კუნძულზე დასასვენებლად, სამხიარულოდ. მისი ისტორიის გასაცნობად ჩამოდიან. დღე კი სამწუხაროდ, სევდიანი ვართ. არ გვაქვს სახლიდან თავისუფლად გასვლის საშუალება. თავისუფლად მუშობის თუ სეირნობის საშუალება. აქ, ჩვენთან ბევრ ადამიანს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და შეიძლება თავიდაუნებურად სხვას გადასდოს. ნიღბებით ჩვენ ვიცავთ ძვირფას ადამიანებს, ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით მოხუცებს, რომელთაც მრავალი პათოლოგიური დაავადება აქვთ. ეს ჩვენი გაკვეთილია და იტალიელებმა ეს გაკვეთილი მალე ვისწავლეთ. ვიმედოვნებ, მალე დაბრუნდება ჩვენი მხიარულება, მოვაწყოთ ზეიმები, შევხვდეთ მეგობრებს, როგორიც არის რუსკა, რომელიც ჩვენმა ქალაემა ხელგაშლილად მიიღო. ეს ჩემი მესიჯია თქვენთვის. ერთგვარი გაფრთხილება და ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ბრძოლას", - აცხადებებს იტალიელი მერი რობერტო მონტიში.

ქალაქი ცნობილია სამკურნალო წყლებით, ეს მხარე კი იტალიის ერთ-ერთი მარგალიტია. გზავნილი იქ მცხოვრებმა ქართველმა რუსკა გელავამ ჩაწერა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×