რეზონანსი
01.04.2020

“კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამაზე განცხადებას პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა

“დახმარებები, რა თქმა უნდა, იქნება, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო. არსებულმა სიტუაციამ და საგანგებო მდგომარეობამ, იმან თუ რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს სამუშაო ადგილი. სერიოზული ზიანი იქნება ეკონომიკისთვის, თუმცა ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გვერდში დავუდგეთ მოსახლეობას.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მოხდა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, ეს არასწორი ინფორმაცია იყო. ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას. – განაცხადა კახა კალაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×