რეზონანსი
01.04.2020

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დასაქმებული მოქალაქეა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ამ ფაქტს ჯერ ვერ ადასტურებს:

„ასეთი ინფორმაცია მეც გავიგე, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

პირველი არხის შეკითხვაზე, რა პრევენციული ზომები იყო გატარებული ეროვნული ბანკის მიერ ფულის მიმოქცევის კუთხით, რომ ფულით დაინფიცირების რისკი მინიმუმადე ყოფილიყო დაყვანილი, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა არაერთი პრევენციული ზომა მიიღო.

„ჩვენი საკასო ცენტრი ყოველდღე იღებს ფულს საბანკო ორგანიზაციებიდან. ეს ფული, რომელიც ყოველდღიურად შემოდის, ინახება და როგორც მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში, არ გადის მიმოქცევაში. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელიც საჭიროდ ჩავთვალეთ, გაგვეკეთებინა. ასევე, ძალიან ხშირად ვაკეთებთ სადეზინფექციო სამუშაოებს საკასო ცენტრში, სადაც ფულის მიღება-გასვლა ხდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×