რეზონანსი
31.03.2020

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის 1193 თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირება ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 1048 პოლიციელსა და 145 სამოქალაქო სპეციალისტს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 166 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3415 კი გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×