რეზონანსი
31.03.2020

საქართველოში დღეს, 21:00 საათიდან ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდა. ცოტა ხნის წინ აღნიშნულზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვის წესები.

„იწყება ე.წ კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, იმას, რომ დღეს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ დილის 06:00 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის: პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს საღამოს 21:00 საათიდან ამოქმედდება" , - განაცხადა ჩიქოვანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×