რეზონანსი
31.03.2020

რამდენად რეალურია კორონავირუსული ინფექციის საფრთხე ბავშვებში, რა აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა გვჭირდება პატარებთან. ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრა.

"რატომღაც ჩვენმა საზოგადოებამ რეკომენდაციები დაყო, მოზრდილები გამოაცალკევა ბავშვებისგან. არადა ის რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს მოზრდილებისთვის, სრულად მორგებულია ბაშვებზე. ჯერჯერობით დაუდგენელია, რატომ ემართება ბავშვებს ინფექცია ნაკლებად. ჯანმოს აქვს რეკომენდაცია, დარჩით სახლში, როგორც მშობლები, ასევე ბავშვები. ბავშვების ქცევა, მათი ურთიერთობა გარემოში ძალინ არაპროგნოზირებადია. ამის გამო დაიკეტა სკოლები, საბავშვო ბაღები, სასწავლო დაწესებულებები. 

როგორც ექიმი, მამა და ბაბუა გთხოვთ, არ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ. ძალიან ბევრ მშობელს ბავშვი გამოყავს გარეთ, შეყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად არ აქვთ ათვისებული, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ბავშვებს. 

ძალია ბევრი მშობელი მირეკავს და მეკითხება, ხომ შეიძლება გავასეირნოთ ბავშვი ეზოში? არა, არ შეიძლება, რადგან საშიშია. საშიშია ეზო, სადარბაზო, ლიფტი და ყველა ის შესაძლო კონტაქტი, რომელიც ბავშვს შეიძლება ჰქონდეს. სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ექიმთან დროული მიმართვიანობა და მაქსიმალური სიფთრხილე უმ ან ნახევრად მოხარშულ პროდუქტებთან –  ეს არის ის რეკომენდაციები, რითაც ინფექციას თავიდან ავიცილებთ", - განუცხადა "ფორტუნას" ნუგზარ უბერმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×