რეზონანსი
31.03.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გალის რაიონში ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა.

განკარგულებით, აღნიშნული შეზღუდული რეჟიმი 20:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე იმოქმედებს. „კომენდანტის საათის" განმავლობაში მოქალაქეებს ეკრძალებათ გარეთ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა. მანამდე, გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა 28 მარტს გამოაცხადა ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 00:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე მოქმედებდა, რაც დაკავშირებული იყო, იმ დროისთვის, მდინარე ენგურზე გახშირებულ მიმოსვლასთან.

ცნობისთვის, 29 მარტს გალის რაიონიდან ადგილობრივი მცხოვრები ქალი კორონავირუსის ნიშნებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×