რეზონანსი
31.03.2020

გაგრის საავადმყოფოდან, სადაც ომის ვეტერანები მკურნალობდნენ, მედპერსონალი გაიქცა.

როგორც ერთ-ერთი პაციენტი ამბობს, სარეაბილიტაციო ცენტრში ამჟამად 17 პაციენტია და ისინი საავადმყოფოს დატოვებას არ აპირებენ.

პაციენტი ამბობს, რომ ისინი „ხელისუფლებამ" და „მაღალჩინოსნებმა" მიატოვეს.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრი კორონავირუსიანი პაციენტების სამკურნალო ცენტრად უნდა გადაკეთდეს და იქ მყოფ 17 პირს უთხრეს, რომ საავადმყოფო დაეტოვებინათ.

ამ შეთავაზებაზე პაციენტებმა უარი თქვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მედპერსონალმა შეიტყო, რომ დაწესებულებას კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ამზადებდნენ, მათ პაციენტები მიატოვეს და საავადმყოფოდან გაიქცნენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×