რეზონანსი
31.03.2020

covid- 19-ის დიაგნოზი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისიდან ოჯახის წევრის დაკრძალვაზე ჩასულ 19 წლის ახალგაზრდას დაუდგინდა.

ინფორმაციას ადასტურებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

„მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, დღის ბოლომდე გვეცოდინება ყველაფერი",- განაცხადა ხანდამაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა დაკრძალვის გარდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც მოძრაობდა. იგი დაკრძალვაზე 19 მარტს იმყოფებოდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×