რეზონანსი
31.03.2020

კორონავირუსით 12 წლის ბელგიელი გოგონა გარდაიცვალა. იგი ყველაზე ახალგაზრდაა იმ ათიათასობით დაღუპულთა შორის, რომლებიც კოვიდ 19-ის ვირუსმა იმსხვერპლა ევროპაში. ბელგიის ეროვნული კრიზისის ცენტრის სპიკერის, ემანუელ ანდრეს განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ემოციურად ძალიან მძიმეა, რადგანაც ვირუსმა ამჯერად სრულიად ახალგაზრდა ადამიანი იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ მოზარდს მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, რომლის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს, რადგან პნევონია მძიმე ფორმებში გადაიზარდა.

ემანუელ ანდრეს თქმით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 192 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 876 დაინფიცირდა. საერთო ჯამში ინფიცირების 12 775 ინფიცირების შემთხვევაა, რომელთაგან 705 ფატალური აღმოჩნდა.

ბრიუსელის ჯანდაცვის უწყების მაღალჩინოსანთა თქმით, დაავადების გავრცელების პიკი რამდენიმე დღეში დაფიქსირდება. ქვეყანაში გადაადგილებაზე შეზღუდვა 19 აპრილამდეა დაწესებული, რომელიც კიდევ გახანგრძლივდება თუ დაავადების ლოკალიზება და გავრცელების შეჩერება არ მოხდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×