რეზონანსი
31.03.2020

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავა პროექტ ტელე-სკოლას დადებითად აფასებს. მისი თქმით, კორონავირუსის შედეგად დამდგარი მოცემულობა მოსწავლებისა და მასწავლებლებითვის ციფრულის საუკუნის გამოწვევაა, რომელსაც თავს ერთობლივად ართმევენ.

"აღფრთოვანებული ვარ ტელე-სკოლით ძალიან მაგარი პროექტია. ძალიან ბევრი ადამიანი არ ელოდებოდა მის ასეთ წარმატებას, მაგრამ უკვე წარმატებლია, რადგან ბევრი მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი ჩაერთო მასში. როგოც ხედავთ, ციფრული საუკუნეში ვართ და კორონავირუსმა ონლაინ გაკვეთილებისთვის მზაობის აუცლებლობა დაგვანახა. ეს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის სამომავლო გამოწვევაა და ერთად ვიძენთ იმ კომპეტენციას, რაც მომავალში, ციფრულ საუკუნეში დაგვჭირდება."

ამასთან აფხაზავამ PIA-GE-სთან ონლაინ და ტელეგაკვეთილების დადებით და უარყოფით მხარეზე გაამახვილა ყურადღება.

აფხაზავავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დისტანცირებულად სწავლების პროცესში, მოსწავლეებისთვის გუნდური მუშაობის უნარჩვევბის გამომუშავება ძნელია, მათ ინტერნეტის შედარებით ნაყოფიერად გამოყენება დაიწყეს.

"რა თქმა უნდა, მასაც აქვს თვისი მინუსი. შეიძლება ამ მეთოდით მოსწავლემ მიიღოს ცოდნა, მისცე სამუშაო და დაგიბრუნოს შესრულებული დავალება, მაგრამ ონლაინ გაკვეთილებით ძნელია იმ უნარჩვევბის გამომუშავება, რაც ადამიანებს ურთიერთობისთვის, გუნდური მუშაობისა და ჯგუფური სამშაობის შესასრულებლად სჭირდებათ. რაც შეეხება დადებით მხარეებს, მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებმა ინტერნეტის სწორი გამოყენების გზაზე დააყენა. ინტერნეტში გამოყენებული დროის დიდი ნაწილი უკვე განათლების მიმართულებით იხარჯება", - განუცხადა PIA.GE-ს ლადო აფხაზავამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×