რეზონანსი
31.03.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განცხადებას ავრცელებს:

„რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა.

საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, საბჭოთა 70 წლიანი ციხეგამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლების და ერთიანიბის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.

ნათელში იყოს მისი სული!

ქართველ ერმა კი არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელმიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!" - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×