რეზონანსი
31.03.2020

სოციალურ ქსელში აქტიურად მიდის განხილვა, იცავს თუ არა აცრის კვალი მკლავზე (ბცჟ-ს ვაქცინა) ადამიანებს კორონავირუსისგან.

ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აკეთებს განმარტებას.

"პირველი რაც გამოქვეყნდა იყო წითელა, წითურა, ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტი, იყო დამცველობითი ეფექტის მქონე, არა იმით, რომ ავად არ ხდებოდნენ, არამედ იმით, რომ ადვილად გადაიტანდნენ. ასევე ბცჟ-ზეც გამოქვეყნდა, რომ ნაკლებად ემართებათ და უფრო ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოთეზა, რომელიც არ არის ჯერ მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით.

ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია მოცვა ახალგაზრდა თაობის, წითელა-წითურა- ყბაყურის ვაქცინით. პრაქტიკულად ყველაა ჩვენს ქვეყანაში ბცჟ-თი აცრილი და ეს არ არის მხოლოდ ახალი თაობა, ეს არის ძველი თაობაც, რადგან ეს ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები სხვა ქვეყნებში", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×