რეზონანსი
31.03.2020

დიდი ბრიტანეთის ქალაქ კუმბრანში, საყოველთაო კარანტინის მე-5 დღეს ქმარმა მეუღლე მოკლა.

67 წლის ქალი სკოლის სასადილოს ყოფილი თანამშრომელი იყო. იგი სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ტრავმები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

პოლიციამ მისი 69 წლის მეუღლე მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრა. წყვილი ქორწინებაში 45 წლის განმავლობაში იყო.

მეზობლების თქმით, მომხდარს ვერასდროს წარმოიდგენდნენ. როგორც ისინი ამბობენ, კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ხალხი სტრესში ცხოვრობს და მომხდარსაც ამას უკავშირებენ.

“Digest.pia“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×