რეზონანსი
31.03.2020

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დღეიდან მხოლოდ ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც ტერიტორიულად სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შეზღუდულია ბაღში თანამშრომელთა რაოდენობაც. კერძოდ, დიდ ბაღებში 8-მდე, ხოლო პატარა ბაღებში 5-მდე თანამშრომელი იმუშავებს.

რაც შეეხება პროდუექტის გატანას, მშობლებს ბაღიდან სურსათის წაღება კვლავ შეეძლებათ, თუმცა კონკრეტული გრაფიკის მიხედვით.

„პატარა ბაღებში მუშაობს ხუთამდე თანამშრომელი, დიდ ბაღებში - 8-მდე. მშობლები მივლენ გრაფიკით, დაიცავენ დისტანციას, ისე შეეძლებათ პროდუქტის გატანა. ისინი შენობაში არ შედიან. ბაგა-ბაღების შესასვლელებში მოწყობილია სივრცე, სადაც თითო-თითო ადამიანი შედის. პროდუქტის გაცემა ბაღიდან, ისევე, როგორც მისი შეტანა ბაღში მომმარაგებელი კომპანიის მიერ ეტაპობრივად ხდება. ბაგა-ბაღების თანამშრომლები აღჭურვილები არინ თავდაცვისა და სადეზინფექციო საშუალებებით. მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. როგორც იცით, დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში აღარ ივლის, რის გამოც, ბაგა-ბაღებში იმუშავებენ ახლოს მცხოვრები თანამშრომლები, რომლებიც სამუშაო ადგილებზე ფეხით მივლენ", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

ცნობისთვის, თბილისში 181 ბაღი ფუნქცინიორებს, სადაც 61 000 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×