რეზონანსი
31.03.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში სულ 77 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან 17 კორონავირუსით ინფიცირებულია.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განვალობაში ლუგარის ლაბორატორიიდან არც ერთ ტესტზე დადებითი პასუხი არ მიუღიათ.

რატიანი არ გამორიცხავს, რომ დღის პირველ ნახევარში კლინიკა 30-მა პაციენტმა დატოვოს და მათ კარანტინის ზონაში გადაინაცვლონ.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიიდან არც ერთი დადებითი ტესტი არ მოსულა, რაც გვახარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას. ჩაუტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. თუ იქნა ის მომენტი, რომ ჯანმოს სტანდარტს შეესაბამება და უნდა დატოვონ ჩვენი დაწესებულება, გადავიდნენ საკარანტინო ზონაში, დღის პირველ ნახევარში დაახლოებით 30 ასეთი პაციენტი დატოვებს კლინიკას" ,- განაცხადა ლევან რატიანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×