რეზონანსი
30.03.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამედიცინო დირექტორის თქმით, კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის, ხოლო მესამესთან დაკავშირებით ის ინფორმაიას არ ფლობს.

„დაემატა 3 პაციენტი და საღამოს მონაცემებით გვაქვს 100 დადასტურებული შემთხვევა, 2 ჩვენთანა დადასტურებული. ეს არის ინგლისის კლასტერიდან. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს ვერ მოგახსენებთ", - აღნიშნა ეზუგბაიამ. მისი თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

გარდა ამისა, ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 4 მძიმე პაციენტია და მათგან 2-ის მდგომარეობა თითქმის კრიტიკულია.

„ჩემს ცენტრში 4 პრობლემური პაციენტია. მათ შორის 2 განსაკუთრებით მძიმეა, თითქმის კრიტიკულია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის სტაბილური, დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა მაინც გარკვეულწილად კვლავ მძიმედ რჩება. ამიტომ მათ გამოსავალსა და პროგნოზზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით",- აღნიშნა ეზუგბაიამ.

დღეს საღამოს 12 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება, მათი პასუხი ხვალ დილით გვექნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 100-ს მიაღწია. ამათგან 18 გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 266.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×