რეზონანსი
30.03.2020

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის თქმით, საგანგებო მდგომარეობისა და ახლა უკვე საყოველთაო კარანტინის გამოცხადების გამო გაჭირვებული ოჯახები უკიდერესად რთულ სიტუაციაში არიან, რადგან მათ უჭირთ კომუნალურების გადახდა და საკვების ყიდვაც კი. ჩარკვიანი ხელისუფლებას უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დახმარებისკენ მოუწოდებს.

"მთელი პასუხისმგებლობით ვგრძნობ ამ უმძიმეს ვითარებას, ვცდილობ სრულიად ობიექტური პატარა შენიშვნებით შემოვიფარგლო და არც მადლობას ვაკლებ ყველას ვისაც ეხება, განსაკუთრებით ექიმებს, რომლებსაც მიწამდე თავს ვუხრი, მაგრამ ვერაფრით ვერ და არ გავაკეთებ, რომ ხმამაღლა კვლავ არ ვიყვირო, რომ როგორმე ხელისუფლებამ მთავრობამ გაიგოს, რომ უკიდურეს მდგომარეობაშია გაჭირვებული ხალხი. პირბადე კი არა პურის ფულზეა საუბარი! გვიკავშირდებიან კომუნალურს ვერ იხდიან. "დარჩით სახლში" - კი ბატონო და კითხულობენ, რა ვქნათ უსახსროებმა სახლშიო?! მართლა რა ჰქნან? ხალხს დახმარება სჭირდება არ აქვთ არც საჭმელი, არც გადასახადების გადახდის საშუალება, ამდენი ხანია არაფერი ჩანს მათთვის" - წერს თაკო ჩარკვიანი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×