რეზონანსი
30.03.2020

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად მის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე კიდევ 250 000 ლარი გადარიცხა.

მანამდე მან ამავე ანგარიშზე 50 ათასი ლარი ჩარიცხა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს კარანტინისთვის საკუთარი შენობები შესთავაზა.

ლევან ვასაძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც ფონდში თანხა გადარიცხა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ასეთი 439 ადამიანია.

კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად ლევან ვასაძის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ნებისმიერ მსრუველს შეუძლია თანხის გადარიცხვა.

ვასაძის განცხადებით, მას მითითებულ ანგარიშზე თანხების განკარგვა პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და სრულიად ექვემდებარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ასევე, გამოქვეყნდება ანგარიში თანხის დახარჯვის შესახებ.

ლარის ანგარიშის ნომერი: GE88TB7722736080100011

მიმღები: მსოფლიო საოჯახო კონგრესი 10

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ "შემოწირულობა"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×