რეზონანსი
30.03.2020

ელიავას ბაზრობის ფინანსური დირექტორის სერგი რუხაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აკრძალვების გამო მოვაჭრეებმა ჯიხურები დაკეტეს, თანხა მაინც უნდა გადაიხადონ. ამის შესახებ BM.ge-ი წერს.

სერგი რუხაძის თქმით, სამართლიანი იქნება თუ ბიზნეს სუბიექტები იჯარას სრულად გადაიხდიან.

"ჩემი აზრით, ბაზრობის ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანები იყენებენ თუ არა ამ ეტაპზე თავიანთ ფართებს. ფაქტი ისაა, რომ მათ აქვთ ნაქირავები და ამაში თანხა უნდა გადაიხადონ",- ამბობს რუხაძე.

როგორც რუხაძე აღნიშნავს, კორონავირუსმა ბაზრობას ძალიან დიდი ზარალი მოუტანა.

"ჩვენი ზარალი არ არის მხოლოდ იჯარა. ჩვენ ვხელმძღვანელობდით სამშენებლო სამუშაოებს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით უცხოელებთან, რომლებსაც ჩვენი აშენებული ფართები უნდა ექირავებინათ.

მოლაპარაკებები შეწყდა, უცხოელები ვეღარ ჩამოდიან, ავაშენეთ შენობები და ვეღარ გავაქირავეთ", - განაცხადა რუხაძემ.

წყარო: “BM.ge“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×