რეზონანსი
30.03.2020

კითხვაზე, საყოველთაო კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები იმოქმედებს თუ არა აღდგომის დღესასწაულზე და შეძლებენ თუ არა მორწმუნეები ლიტურგიაზე დასწრებას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალიტებს განუცხადა, რომ გაკეთდება ყველაფერი, რათა "სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ პრობლემას".

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საყოველთაო კარანტინის შემოღება იმისთვის გახდა საჭირო, რომ ქვეყანა სწრაფად გაუმკლავდეს ვირუსს. მისი თქმით, კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მრევლს და ეკლესიას დისკომფორტი არ შეექმნას.

„ეს გადაწყვეტილებები დავიწყეთ იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ეტაპს, შიდა გავრცელების ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, ზოგ შემთხევაში ასე სწრაფად და შეიძლება ხისტადაც იმისთვის ვმოქმედებთ, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს და მანამდე სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ. თუმცა ამის გარანტია არათუ საქართველოში, გლობალურად, მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით, ასე თუ ისე მოვაგვაროთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×