რეზონანსი
30.03.2020

ე.წ. საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სრული კარანტინი, ე.წ. საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის, 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, სხვას არაფერს, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×