რეზონანსი
30.03.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამიერიდან ცენტრში მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ.

უწყებაში გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ რაიმე სიახლე იქნება, მათ ვებგვერდზე (NCDC.GE) გამოქვეყნდება.

"ნეტგაზეთი" ასევე დაინტერესდა, რას შეეხება დაავადებათა კონტროლის აღნიშნული გადაწყვეტილება და ნიშნავს თუ არა ეს იმასაც, რომ ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის, ხელმძღვანელები პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე აღარც ბრიფინგებსა და სატელევიზიო ეთერებში მიიღებენ მონაწილეობას.

NCDC-ის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ცენტრი სატელევიზიო ჩართვებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ხოლო მთავრობის სხდომების შემდეგ გამართულ ბრიფინგებზე როგორ იმოქმედებს ეს წესი, ამის შესახებ ინფორმაცია პრესსამსახურს არ აქვს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×