რეზონანსი
30.03.2020

თითეული ადამიანის დარღვეულმა წესმა, შესაძლოა, 10 ან მეტი ახალი შემთხვევა გამოიწვიოს“ -ამის შესახებ, ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

"რჩება მოლოდინი რომ აპრილის მესამე-მეოთხე კვირის დეკადაში მოხდება, პაციენტების მომართვიანობის განსაკუთრებული ზრდა. თუმცა, ეს არის ვარაუდი. ზუსტად, ამაზე საუბარი ძალიან რთულია. ერთი რამ მინდა გითხრათ, მომართვიანობა გაიზრდება. საზოგადოებას მოვუწოდებ, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია. გაათმაგებული ყურადღებით უნდა მოეპყრონ ამ რეკომენდაციებს.

ისეთი განცდა გაჩნდა, თითქოს, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, ეს პრობლემა მოგვარებულია. ეს ასე არ არის. ქვეყანას მთავარი ბრძოლა აქვს წინ. ამ ბრძოლაში საზოგადოები როლიც მნიშვნელოვანია“ -ამბობს ინფექციონისტი.

ინფექციოისტის თქმით, ერთმა დარღვეულმა წესმა, შესაძლოა, 10 ან მეტი ახალი შემთხვევა გამოიწვიოს.

“თითეული დარღვეული წესი, შეიძლება ასცირდებოდეს რამდენიმე ათეულ მომატებულ შემთხვევასთან. აუციელებლია, ყელა ადამიანმა დაიცვას ეს წესი. თავის თავზე მხოლოდ არ არიან პასუხისმგებელნი. არიან სხვა ადამიანებზე, მშობლებზე. შეიძლება ვინმეს ჰგონია, თუ თვითონ დაარღვევს წესს, ამით არაფერი დაშავდება. ეს, ასე არ არის. თითეული ადამიანის დარღვეულმა წესმა, შესაძლოა, 10 ან მეტი ახალი შემთხვევა გამოიწვიოს. შინაგანად მეტად უნდა იყვნენ მობილიზებულნი“ -ამბობს გოგინავა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×