რეზონანსი
30.03.2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი გაკეთდა ერთ-ერთ უცხოურ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების პირადი მონაცემების ბაზა გამოქვეყნდა.

ინფორმაციას მონაცემების ბაზის გამოქვეყნებაზე ჟურნალი ZDNet-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, შაბათს გამოქვეყნებული ბაზა 4,9 მილიონი ქართველის, მათ შორის გარდაცვლილი მოქალაქეების მონაცემებს შეიცავს. პერსონალური მონაცემები მოიცავს სრულ სახელებს, საცხოვრებელ მისამართებს, დაბადების თარიღებს, პირად ნომრებს და მობილური ტელეფონის ნომრებს. სულ მონაცემთა ბაზაში 4 934 863 პირის შესხებ არის ინფორმაცია.

გამოცემა წერს, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველო 3,7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, საიდანაც მესამედზე მეტი არასრულწლოვანია და ხმის მიცემის უფლება არ აქვს. როგორც ინტერნეტ-გამოცემა აღნიშნავს, გაურკვეველია მოპოვებულია თუ არა აღნიშნული მონაცემები ფორუმის იმ მომხმარებლის მიერვე, რომელმაც ისინი გამოაქვეყნა. მომხმარებლის მტკიცებით, მონაცემთა ბაზა მოპოვებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვებგვერდიდან.

როგორც საქართველოს შს სამინისტროში განაცხადეს, ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, მათთვის ცნობილია.

„მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში დამატებითი განმარტებები გაკეთდება", - აცხადებენ სამინისტროში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×