რეზონანსი
30.03.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი გადის მკურნალობას.

„ჩვენს კლინიკაში 67 პაციენტი წევს, აქედან 17 არის ინფიცირებული, დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოაგდო მოგზაურობის ცნება და აქედან გამომდინარე, ყველა მათგანს, ვინც ჩვენთან კლინიკაში შემოვა, აქვს თუ არა ისტორია მოგზაურობის, ანამნეზი, ცხელება, პლუს სუნთქვის უკმარისობა, ექვემდებარება კოვიდინფექციის გამოკვლევას. რაც შეეხება პასუხებს, რამდენიმე უარყოფითი პასუხი მოვიდა, დღეს გადამოწმდება პარაკლინიკური კვლევები, თუ ეს პარაკლინიკური კვლევები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ასეთი პაციენტები დატოვებენ კლინიკას და გადავლენ საკარანტინო ზონაში. რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარება ამ ეტაპზე მძიმეა", - განაცხადა რატიანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×