რეზონანსი
30.03.2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ.

რაც შეეხება სკოლების იმ ნაწილს, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ კატეგორიის სკოლებისა და მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების პროექტი დანერგა. როგორც უწყებაში აცხადებენ პროექტი „ტელესკოლა" ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალებას მისცემს, ნახოს გაკვეთილები ყველა საგანში. განათლების სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც მორგებული იქნება, რადგან ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

„მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება",- განაცხადეს უწყებაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×