რეზონანსი
30.03.2020

მარნეულსა და გარდაბანში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე პოლიციელებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა. გიორგი ბზიშვილი, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ერთ-ერთია იმ პოლიციელებიდან, რომელიც წითელ ზონაში წესრიგს ამყარებს.

პოლიციელი, რომელიც შვიდი დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ახალდაბადებული შვილის ნახვას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. როგორც იგი „იმედის კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, მის სამუშაოში, როგორც მშობლისთვის, ყველაზე რთული სწორედ ეს არის.

მისი შვილი უკვე შვიდი დღეა ქვეყანას მოევლინა, თუმცა მამას შვილის „დანახვა“ ჯერ მხოლოდ ტელეფონში, ვიდეოზარით შეუძლია.

"აღარც მახსოვს როდის დაიბადა, ამ ღამის თენებებით ამერია… ყველაზე რთულია ის, რომ პატარას ვერ ვნახულობ. ეს არის ყველაზე ძნელი მშობლისთვის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც ქვეყანას სჭირდება“, - ამბობს გიორგი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×